ასოციაცია „Georgia for Friends”

ასოციაცია „Georgia for Friends”  დაფუძნდა 2011 წლის 23 მარტს საქართველოში. ასოციაციის მიზანია საქართველოსა და ევროპის, ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის ურთიერთობის, ნდობის, ყოველმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცება.

2020 წლის ივნისიდან ასოციაცია “Georgia for Friends” ოფიციალურად გახდაერასმუს+ ” ისა და ევროპული სოლიდარობის კორპორაციის წევრი( მონიჭებული გვაქვს IDკოდი), ასოციაცია არის ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში.

ასოციაციის პრიორიტეტებია თანამშრომლობა კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროში.

ასოციაციის პარტნიორები ევროპაში: ევროკავშირი, ევროკომისია, ევროპის სოლიდარობის კორპორაცია, აზერბაიჯანის სოციალური ორგანიზაცია „MIRAS“, აზერბაიჯანის ტურისტული კომპანია “Heritage Travel”, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“,  UET – ტურიზმის ევროპული უნივერსიტეტი (ქ. მილანი, იტალია); „Asociacioniberia Iberia” (ქ. მადრიდი, ესპანეთი); ასოციაცია „LIBELULLA“(იტალია, სიცილია). ფონდი „Humana Mundi.“(პოლონეთი). ასოციაცია“Russki Mir“(იტალია). აშშ-სა და ევროკავშირის უმაღლესი სასწავლებლები.

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები  საქართველოში:  ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი”,  სსიპ მესტიის პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი”, სსიპ კოლეჯი „აისი“, შპს კომპანია „ბაგინეთი-რეზიდენსი“, ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი-ღია ცის ქვეშ.

2011 წლიდან დღემდე ასოციაციას  უამრავი  პროექტი და პროგრამა აქვს განხორციელებული  სხვადასხვა მიმართულებით.

ამჟამად მიმდინარე პროექტებია:

  • მცხეთა- ბაგინეთი ბიენალე—–ბაგინეთის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია
  • ცაგერის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ–დეხვირი. დეხვირის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია
  • ევროკომისიის პროექტი საქართველოსთვის CLANBET
  • მათეუშ პენიონჟეკი და საქართველო—-პოლონური ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში
  • „სიცოცხლის სახელით“– მეორე მსოფლიო ომში იტალიაში მებრძოლი ქართველი პარტიზანი-გარიბალდელების ისტორიის კვლევა და მათი ქვეყნისთვის გაცნობა.
  • „Grazie Sicilia“—ასოციაციების „Georgia for Friends“და „LIBELULLA“-ს(იტალია, სიცილია)ერთობლივი პროექტი
  • “ALTE”(Academic League of Tourism Education – ტურიზმის განათლების საერთაშორისო ლიგა) პროექტის მიზანია, შექმნას ქართველი და უცხოელი პროფესიონალების ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიაწოდოს მოსწავლესა და სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლება, უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო პრაქტიკებით როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს,შევქმნათ კვალიფიციური კადრი კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის მიმართულებით.
  • პროექტები„გახდი შენი სკოლის და სასწავლებლის გიდი“
  • საგანმანათლებლო-კულტურული ტური(იტ.ენის კურსი) სიცილიაზე
  • ქალაქების: ახმეტისა(საქართველო, კახეთი) და კონტესსა ენტელლინას(სიცილია, იტალია) დაძმობილება
  • ოთხწლიანი სათანამშრომლო პროგრამა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან.

 

2011 წლის 1 აპრილიდან  დღემდე  ასოციაციას  მიღებული  აქვს:

  ქ. პიზის(იტალია) მერიის  2 ვერცხლის და 8 ოქროს  მემორიალური  დაფა. 

დიპლომები, მედლები, სერტიფიკატები  და სიგელები.

 

დაწვრილებითი ცნობებისთვის მოგვმართეთ: 599901511-თამარი; 577281771-ზურაბი

 ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკ-გვერდებს:

https://www.facebook.com/tamar.basilashvili.7/

https://www.facebook.com/Georgia-for-Friends-235039599846013

 

 

Copyright © Georgia for Friends, 2014