2.1 ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს

  • საქართველოსა და ევროპის, ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის ურთიერთობის, ნდობის, ყოველმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებას
  • ევროპისა და საქართველოს კულტურის, ხელოვნების, განათლების პროპაგანდას.
  • საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და თანამედროვე ევროსტანდარტების პრინციპებისა და მეთოდების შემოქმედებით დანერგვას
  • ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას
  • ინტეგრირებული პროექტებისა და სასწავლო პროგრამების შექმნას
  • დელეგაციების , კულტურული და ტურისტული ჯგუფების ორგანიზებას
  • თანამშრომლობას საგანმანათლებლო სფეროში, კვალიფიკაციის ამაღლებას პიროვნული განვითარების ჩათვლით.

ტურიზმის განათლება

  • საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების სრული ინტელექტუალური იდენტიფიცირება, მსოფლიო ტურიზმის სფეროში
  • ტურისტული გიდების გადამზადება საერთშორისო სტანდარტების დოზენე, ტურიზმის ყველა სექტორში
  • უმაღლესი განათლების თანხლება ტურიზმის სფეროში რიგი შესაძლებლობებით მათ შორის ( სტაჟირება და გაცვლითი პროგრამები საზღვრებს გარეთ)
  • ინტელექტუალური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალების შექმნა ტურისტულ სფეროში, როგორც ფიზიკურ ასევე ვირტუალურ საინფორმაციო ქსელში
  • ემიგრირებულ ქართველთა ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების კონცენტრირება საქართველოს ტურიზმის გასავითარებლად
  • ფართომასშტაბური თანამშრომლობა, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოპები, ექსპოზიციები
  • საქართველოსა და უხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან კოლაბორაციული პროექტების წარმოება
  • სამოქალაქო აქტივობის გაზრდა, შიდა ტურიზმის პროგრესისათვის

 2.2 ამ მიზნების მისაღწევად ასოციაცია კანონით დადგენილი წესით:

  • ამყარებს კავშირს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ მსგავს ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც არიან დაინტერესებულნი და უჭერენ მხარს ქართველი და ევროპელი ხალხის ურთიერთობას.
  • ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოსა და უცხო ქვეყნების სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-მეთოდური დაწესებულებების, ფირმების,ასოციაციების, კერძო პირების , ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას.
  • აფუძნებს სასწავლო ცენტრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ხსნის წარმომადგენლობებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწყობს გამოფენებს, კონკურსებს, თეატრალურ და კინო ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს და მონაწილეობს  მსგავს ღონისძიებებში საზღვარგარეთ.
  • ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში.
 

ასოციაციას უფლება აქვს თავისი საქმიანობიდანგამომდინარე გასცეს სერტიფიკატი

Copyright © Georgia for Friends, 2014