12 იანვარს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსი ფიცხელაურსა და საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“(„Georgia for Friends“)-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტ ქალბატონ თამარ ბასილაშვილსა და ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა გოგუაძეს შორის. ბატონი გოჩა გოგუაძე, იმის გარდა, რომ გახლავთ ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში რამდენიმე მიმართულებით, ასევე არის გაეროსა […]
2019წ. 10 დეკემბერი სითბოთი, სიყვარულით და ცრემლით სავსე საღამო. ჩვენი პირველი ნაბიჯი და ჩვენი პირველი დიდი გამარჯვება პროექტში“სიცოცხლის სახელით“-იტალიაში მებრძოლი ქართველი პარტიზანი- გარიბალდელები. ღონისძიება ჩატარდა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველ გარიბალდელთა ოჯახების შთამომავლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან. კვლევა ქართველ პარტიზან-გარიბალდელებზე, მათზე მასალების მოპოვება და შთამომავალთა ძებნა გრძელდება….
2014 წლის 23 მარტს ბაქოს მსოფლიო ბიზნეს ცენტრში ასოციაცია “Georgia for Friends”-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა თამარ ბასილაშვილმა და ამავე ასოციაციის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ირაკლი ეფრემიძემ წაიკითხეს მასტერკლასი ბაქოს ტურიზმის აკადემიისა და თბილისის პროფესიულ კოლეჯ “იკაროსი”-ს სტუდენტებისათვის.
2011 წლის 24.10 – 28.10 ტურიზმის კოლეჯში “იკაროსი” ჩატარდატრადიციული იტალიური სამზარეულოს ხელოვნების ისტორიის დოქტორის, ილარიო ბელლატის მასტერკლასი სახელწოდებით „ტრადიციული იტალიური მაკარონი და ანტიპასტა”.
2011 წლის 26 ოქტომბერსტურიზმის კოლეჯში”იკაროსი” ჩატარდა იტალიელი ტურიზმის ექსპერტის – ბატონ კლაუდიო ჩერრაის მასტერკლასი “ტურიზმი გლობალურ სამყაროში” გიდებისა და ტუროპერატორებისათვის. მასტერ კლასის მიზანი იყო ტურიზმის როლის განსაზღვრა საზოგადოებაში და გლობალურ ეკონომიკაში.
ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს”-ის მოწვევით თბილისს შოკოლადისა და შაქარლამის საუკეთესო ევროპელი სპეციალისტი, 2010-2011წლების ევროპის ჩემპიონი და გრან-პრის მფლობელი იტალიელი სტეფანო ფანტოცცი ესტუმრა. მან 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით მემორანდუმის ფარგლებში პროფესიული კოლეჯის „იკაროსის”კულინარული ფაკულტეტისსტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის შოკოლადისადა შაქარლამის დამზადებაში მასტერ-კლასები ჩაატარა. ასევე, 11 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში “Bed Lounge”-ში შოკოლადის, […]
ასოციაციას ესტუმრა ბატონი ანჯელო ჩირონე, ასოციაცია ”ITALO-GEORGIANA”-ს (ქ. ბარი, იტალია) პრეზიდენტი. დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
ამა წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში (კ. მარჯანიშვილის ქ. #44) გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმში”. კონფერენციის ორგანიზატორებიიყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”, ასოციაცია “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”. კონფერენციის მიზანი იყო,შეექმნასოციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განათლების განვითარებას კავკასიის რეგიონში […]
ამა წლის 1,2 თებერვალს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გაიმართა პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის შესახებ.იგი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა თაობის შეკრებას, წარმატებული პრაქტიკისა და ახალი იდეების გაზიარებას კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის სფეროში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, ირანის, ნორვეგიის, ტაჯიკეთის, იტალიის, ეგვიპტისა და ესპანეთის წარმომადგენლები. ფორუმი შედგებოდა 3 სესიისაგან : „აღმოაჩინე, დაიცავი, […]
16 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე “კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში”. მასტერკლასს წარუძღვა ტურიზმის ექსპერტი, ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia” – ს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო ტურიზმის ასოციაცია “Georgia for friends” – ის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ეფრემიძე. შეხვედრამ ორმხრივ დებატებში ჩაიარა. შეხვედრაზე მომზადდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის […]
2014 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში “გორგასალი” გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე – “სწავლების ინოვაციური მეთოდები ტურიზმში”. კონფერენციის მიზანი იყო ახალი სოციალური პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განვითარებას ტურიზმის სფეროში. კონფერენციას ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია “Georgia for Friends”, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი”, ასოციაცია ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, ევროპის ახალი […]
2014 წლის 5 დეკემბერს, ასოციაციასა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯ “ოპიზარს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალციხეში ტურიზმის განათლებას კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი. უახლოეს მომავალში იგეგმება მასწავლებელთა გადამზადება, ასევე ასოციაცია უშუალოდ ერთვება გიდებისა და ტურ-ოპერატორების მომზადება–გადამზადების პროცესში. ვიზიტი მეტად ნაყოფიერი იყო. ALTE-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბაზა დაემატა, რაც გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ასოციაცია […]
2014 წლის 14 ნოემბერს ასოციაცია ესტუმრა ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიას BPA, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების ფარგლებში, ასოციაცია განახორციელებს ტურისტული გიდის მოსამზადებელ მოკლევადიან პროგრამას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის პრეზიდენტმა და აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ჟუჟუნა ზოიძემ. ასოციაცია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის აკადემიის დირექტორის მოადგილეს – ბატონ ბადრი გეჩბაიას.
უფროსკლასელთა საყურადღებოდ! ძვირფასო ახალგაზრდებო!(IX, X, XI კლასელთა საყურადღებოდ! ) ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს” ტურისტულ კომპანიასთან „გოლდენ თრეველ ჯორჯია” საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გიწვევთ ტურისტული გიდის მოსამზადებელ კურსებზე. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე. მომავალი გიდები სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მსურველები საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ […]