ამა წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში (კ. მარჯანიშვილის ქ. #44) გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმში”. კონფერენციის ორგანიზატორებიიყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”, ასოციაცია “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”. კონფერენციის მიზანი იყო,შეექმნასოციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განათლების განვითარებას კავკასიის რეგიონში […]
ასოციაციებს “MIRAS”-სა და “Georgia for Friends”-ს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო საერთო საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებზე მუშაობით ტურიზმის სფეროში. ერთ-ერთი პროექტი მიზნად ისახავდა ქართველი სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას არქეოლოგიური და საწარმოო ტურიზმის მიმართულებით. ამ პროექტს აქტიურად დაუჭირა მხარი კოლეჯ „იკაროსის” ადმინისტრაციამ. მათი ფინანსური ხელშეწყობით და ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”-ს დახმარებით განხორციელებულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს […]
2012 წლის 15-28 ოქტომბრის ჩათვლით ქ.პიზაში(იტალია) გაიხსნა ასოციაცია”ჯორჯია ფორ ფრენდს”-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია COOP-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენა „ქართული ხელოვნება”, რომელშიც ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას. მონაწილეებსგადაეცათ სერთიფიკატები და მედლები. ესაა ქ.პიზის(იტალია) ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდი , სადაც ყველა სიახლე ქვეყნდება
2011 წლის 26 მაისს ქ. პიზის მერის, ბატონ მარკო ფილიპესკის მხარდაჭერითა და პატრონაჟით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “კულტურათაშორის თანამშრომლობა – ქართული გამოყენებითი ხელოვნება სკოლაში”. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდა: 26, 27 და 28 მაისს. გამოფენის გახსნას ესწრებოდა საქართველოს კონსული იტალიაში, ბატონი ვანხტანგ ანდღულაძე. გამოფენაშიპედაგოგ-დიზაინერების გარდა მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის “ლაზარე” სახელოსნოები, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონი. […]
ასოციაციის პროგრამის “განათლების ხელშეწყობა და კულტურული განვითარება” ფარგლებში, 2012წლის 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ქ. პიზას სტუმრობდა აფხაზეთიდან დევნილი 8 მოსწავლე და 1 პედაგოგი. მათი მასპინძელი ასოციაციასთან ერთად ვინჩენცო გალილეის სახელობის საშუალო სკოლა იყო. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი ბავშვები იტალიელი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ღონისძიება: საზეიმო […]
მიმდინარე წლის 7 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით საქართველოს სტუმრობდა ბიზნესმენიბატონი მიქელე პეტრონე. მიქელე პეტრონე არის ინვესტორთა დიდი ჯგუფის იურისტი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების შემოტანით. საქმიანი შეხვედრები გვქონდა: საქართველოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროებში, ტურიზმის დეპარტამენტში, მეღვინეთა ასოციაციაში, ვიყავით ალავერდის ეპარქიაში, სადაც გვიმასპინძლა მეუფე დავითმა. შეხვედრა გვქონდა საქართველოს საპატრიარქოში მეუფე შიოსთან.