12 იანვარს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსი ფიცხელაურსა და საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“(„Georgia for Friends“)-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტ ქალბატონ თამარ ბასილაშვილსა და ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა გოგუაძეს შორის. ბატონი გოჩა გოგუაძე, იმის გარდა, რომ გახლავთ ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში რამდენიმე მიმართულებით, ასევე არის გაეროსა […]
2019წ. 10 დეკემბერი სითბოთი, სიყვარულით და ცრემლით სავსე საღამო. ჩვენი პირველი ნაბიჯი და ჩვენი პირველი დიდი გამარჯვება პროექტში“სიცოცხლის სახელით“-იტალიაში მებრძოლი ქართველი პარტიზანი- გარიბალდელები. ღონისძიება ჩატარდა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველ გარიბალდელთა ოჯახების შთამომავლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან. კვლევა ქართველ პარტიზან-გარიბალდელებზე, მათზე მასალების მოპოვება და შთამომავალთა ძებნა გრძელდება….
უფროსკლასელთა საყურადღებოდ! ძვირფასო ახალგაზრდებო!(IX, X, XI კლასელთა საყურადღებოდ! ) ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს” ტურისტულ კომპანიასთან „გოლდენ თრეველ ჯორჯია” საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გიწვევთ ტურისტული გიდის მოსამზადებელ კურსებზე. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე. მომავალი გიდები სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მსურველები საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ […]
ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”-ისა და ტურისტული კომპანია „გოლდენ თრეველ ჯორჯია” -ს ერთობლივი ტურისტული გიდი-ექსკურსიამძღოლის და გიდ-თარჯიმნის მოსამზადებელი კურსები სტუდენტები სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს. საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ საგნებს, რომლებიც მათ მომავალში ტურისტებთან მუშაობაში დაეხმარებათ: ექსკურსიათმცოდნეობას და ტურის დაგეგმარებას; ტურის ხარჯთაღრიცხვას; საქართველოს და […]
ასოციაცია„ჯორჯია ფორფრენდს”(ქ.თბილისი, საქართველო), ასოციაცია “Asociacioniberia Iberia”(ქ.მადრიდი, ესპანეთი) და ტურისტული კომპანია ,,Golden Travel Georgia“გიწვევთ10დღით ესპანეთში სასწავლო-კულტურულ ტურზე. ყოველდღე თქვენ გექნებათ 2-საათიანი ესპანური ენის ინტენსიური სასწავლო კურსი, 2 დღის განმავლობაში თქვენ გაეცნობით ესპანურ სამზარეულოს, გექნებათ ფლამენკოს საღამო და სურვილის შემთხვევაში 1 დღე მაკიაჟის სწავლება ჩვენებით. დაათვალიერებთ: მადრიდს, ესკორიალსა და სეგოვიას. ღირებულებაში შედის სწავლის გადასახადი,ცხოვრება და ორჯერადი კვება, ექსკურსიები, […]
ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს” და ქ.პრაღის( ჩეხეთი) საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი გთავაზობთ საერთაშორისო სტაჟირების პროგრამებსტურიზმის სფეროში: საერთაშორისო ტურიზმის; სასტუმროს მენეჯმენტის და საერთაშორისო პროტოკოლის მიმართულებებით. ყოველი მიმართულებისთვის სასწავლო პერიოდი სხვადასხვაა: 9-10 დღე, თუმცა საათობრივი დატვირთვა დღიურად სამივე მიმართულებაზე მინიმუმ 7 საათი და მაქსიმუმ 11,5 საათია. თეორიული მეცადინეობის გარდა გექნებათ პრაქტიკული გასვლებიც, რაც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ჩეხეთის ღირშესანიშნაობებს. სემინარების […]
ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს” მსურველებს გიწვევთ იტალიური ენის შემსწავლელ კურსებზე. კურსის სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია: უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო გაკვეთილები, დიალოგები და დისკუსიები ენის დასახვეწად, სიტუაციური თამაშები გრამატიკისა და ლექსიკის გასაუმჯობესებლად. ძირითადი სასწავლო მასალის ათვისება – მეცადინეობის მსვლელობისას. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ იტალიური ენა საშუალო დონეზე: ა) დაგეგმავენ და გააცნობიერებენ: ზეპირი და წერითი ფორმით როგორ […]
ასოციაცია ‘ჯორჯია ფორ ფრენს”, საზოგადოება”საქართველო”(ქ.სალონიკი, საბერძნეთი)და ტურისტული კომპანია”Golden Travel Georgia” გთავაზობთ ორკვირიან დაუვიწყარ ტურს საპატრიარქოს ანსამბლი”სამება”. გამარჯვებულები დავბრუნდით ფესტივალიდან. ფესტივალი კი აზერბაიჯანში ტარდება, საერთაშორისოა და ფესვები უძველესი ხალხური ტრადიციიდან მოდის”ტერეკემე”
ქ.ლუბლინის(პოლონეთი) მარი სკლადოვსკაია-კიურის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი -კავკასიოლოგები: პაულინა გრჟონდკა, მაგდალენა ვლოდარჩეკი და ნატალია ვლიზლო, ერთი თვის განმავლობაში(13.05-10.06) სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ასოციაციაში. გოგონებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით “ქალები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ისინი იღებდნენ ინტერვიუებს სხვადასხვა დარგში მომუშავე ქალბატონებისგან. კვლევის ფარგლებში გოგონები შეხვდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. ასევე იყვნენ ლაგოდეხში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ პოლონელ მოსახლეობას.
ასოციაციები „ჯორჯია ფორ ფრენდს”(ქ.თბილისი, საქართველო)და Asociacioniberia Iberia (ქ. მადრიდი, ესპანეთი) გთავაზობთ დამწყებ ნორჩ ფეხბურთელთათვის 15დღიან სასწავლო კურსებს ქ.გვადალახარას ფეხბურთის სკოლაში(სკოლის პარტნიორია მადრიდის რეალის საფეხბურთო კლუბი). შესაძლებელია საუკეთესო მოთამაშის დატოვება სწავლის გასაგრძელებლად. კურსი მოიცავს: 1.ფეხბურთის საწყისი სავარჯიშოები ან გაუმჯობესება. 2.ასაკისთვის დამახასიათებელი სამუშაოები და დემარკაცია. 3.ტექნიკური საუბრები და ვიდეოები სპორტული აქტიურობები 4.პლიაჟის ფრენბურთი,პლიაჟის ფეხბურთი,პლიაჟის ხელბურთი, 5.დახურული ფეხბურთი,ტენისი. […]