ქ.ლუბლინის(პოლონეთი) მარი სკლადოვსკაია-კიურის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი -კავკასიოლოგები: პაულინა გრჟონდკა, მაგდალენა ვლოდარჩეკი და ნატალია ვლიზლო, ერთი თვის განმავლობაში(13.05-10.06) სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ასოციაციაში. გოგონებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით “ქალები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ისინი იღებდნენ ინტერვიუებს სხვადასხვა დარგში მომუშავე ქალბატონებისგან. კვლევის ფარგლებში გოგონები შეხვდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. ასევე იყვნენ ლაგოდეხში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ პოლონელ მოსახლეობას.
ასოციაციები „ჯორჯია ფორ ფრენდს”(ქ.თბილისი, საქართველო)და Asociacioniberia Iberia (ქ. მადრიდი, ესპანეთი) გთავაზობთ დამწყებ ნორჩ ფეხბურთელთათვის 15დღიან სასწავლო კურსებს ქ.გვადალახარას ფეხბურთის სკოლაში(სკოლის პარტნიორია მადრიდის რეალის საფეხბურთო კლუბი). შესაძლებელია საუკეთესო მოთამაშის დატოვება სწავლის გასაგრძელებლად. კურსი მოიცავს: 1.ფეხბურთის საწყისი სავარჯიშოები ან გაუმჯობესება. 2.ასაკისთვის დამახასიათებელი სამუშაოები და დემარკაცია. 3.ტექნიკური საუბრები და ვიდეოები სპორტული აქტიურობები 4.პლიაჟის ფრენბურთი,პლიაჟის ფეხბურთი,პლიაჟის ხელბურთი, 5.დახურული ფეხბურთი,ტენისი. […]