ასოციაციას ესტუმრა ბატონი ანჯელო ჩირონე, ასოციაცია ”ITALO-GEORGIANA”-ს (ქ. ბარი, იტალია) პრეზიდენტი. დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
ამა წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში (კ. მარჯანიშვილის ქ. #44) გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმში”. კონფერენციის ორგანიზატორებიიყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”, ასოციაცია “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”. კონფერენციის მიზანი იყო,შეექმნასოციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განათლების განვითარებას კავკასიის რეგიონში […]
ამა წლის 1,2 თებერვალს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გაიმართა პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის შესახებ.იგი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა თაობის შეკრებას, წარმატებული პრაქტიკისა და ახალი იდეების გაზიარებას კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის სფეროში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, ირანის, ნორვეგიის, ტაჯიკეთის, იტალიის, ეგვიპტისა და ესპანეთის წარმომადგენლები. ფორუმი შედგებოდა 3 სესიისაგან : „აღმოაჩინე, დაიცავი, […]
16 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე “კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში”. მასტერკლასს წარუძღვა ტურიზმის ექსპერტი, ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia” – ს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო ტურიზმის ასოციაცია “Georgia for friends” – ის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ეფრემიძე. შეხვედრამ ორმხრივ დებატებში ჩაიარა. შეხვედრაზე მომზადდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის […]
2014 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში “გორგასალი” გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე – “სწავლების ინოვაციური მეთოდები ტურიზმში”. კონფერენციის მიზანი იყო ახალი სოციალური პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განვითარებას ტურიზმის სფეროში. კონფერენციას ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია “Georgia for Friends”, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი”, ასოციაცია ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, ევროპის ახალი […]
2014 წლის 5 დეკემბერს, ასოციაციასა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯ “ოპიზარს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალციხეში ტურიზმის განათლებას კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი. უახლოეს მომავალში იგეგმება მასწავლებელთა გადამზადება, ასევე ასოციაცია უშუალოდ ერთვება გიდებისა და ტურ-ოპერატორების მომზადება–გადამზადების პროცესში. ვიზიტი მეტად ნაყოფიერი იყო. ALTE-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბაზა დაემატა, რაც გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ასოციაცია […]
2014 წლის 14 ნოემბერს ასოციაცია ესტუმრა ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიას BPA, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების ფარგლებში, ასოციაცია განახორციელებს ტურისტული გიდის მოსამზადებელ მოკლევადიან პროგრამას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის პრეზიდენტმა და აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ჟუჟუნა ზოიძემ. ასოციაცია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის აკადემიის დირექტორის მოადგილეს – ბატონ ბადრი გეჩბაიას.
2014 წლის 11 -15 ნოემბერს, ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს ‘’ და ტურისტული კომპანია ,,Golden Travel Georgia’’ ბატონ დავით მჭედლიშვილის მიწვევით, იმყოფებოდნენ ქ. ქობულეთში საზოგადოებრივ კოლეჯში “ახალი ტალღა’’. მივლინების მიზანი იყო ტურიზმის განათლების განვითარება და ხელშეწყობა არა მხოლოდ “ახალ ტალღაში”, არამედ აჭარის რეგიონში. მხარეებმა ისაუბრეს და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს :• ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს’’ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კოლეჯში ‘’ახალი ტალღა’’ […]
გაცნობებთ ჩვენი მომავალი პროექტის – “ALTE”-ს (Academic League of Tourism Education – ტურიზმის განათლების აკადემიური ლიგა) შესახებ, რომლის საერთაშორისო პრეზენტაციაც სულ მალე შედგება.პროექტის მიზანია, შექმნას ქართველი და უცხოელი პროფესიონალების ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიაწოდოს სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლება, უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო პრაქტიკებით როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს,შევქმნათ კვალიფიციური კადრი კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის […]
2014 წლის 27 ოქტომბერს, ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს”-სა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს : ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას ტურიზმის განათლების მიმართულებით.
ასოციაციასა და ტურიზმის საერთაშორისო აკადემიას შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმისა და განათლების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა თამარ ბასილაშვილმა და ამავე ასოციაციის ტურიზმის განათლებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა ბატონმა ირაკლი ეფრემიძემ აკადემიის სტუდენტებს საჩვენებელი მასტერ კლასი ჩაუტარეს ტურიზმის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით.
ქ.ლუბლინის(პოლონეთი) მარი სკლადოვსკაია-კიურის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი -კავკასიოლოგები: პაულინა გრჟონდკა, მაგდალენა ვლოდარჩეკი და ნატალია ვლიზლო, ერთი თვის განმავლობაში(13.05-10.06) სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ასოციაციაში. გოგონებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით “ქალები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ისინი იღებდნენ ინტერვიუებს სხვადასხვა დარგში მომუშავე ქალბატონებისგან. კვლევის ფარგლებში გოგონები შეხვდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. ასევე იყვნენ ლაგოდეხში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ პოლონელ მოსახლეობას.
ასოციაციის პროექტი IX-XI კლასელთათვის, რომელსაც ვანხორციელებთ ჩვენს პარტნიორ #98 სკოლასთან ერთად”ტურიზმის სკოლა” – პროგრამა “გახდი შენი სკოლის გიდი”–ს ფარგლებში
საერთაშორისო ასოციაცია ,, Georgia for Friends’’ აცხადებს მიღებას ტურისტული გიდის მოსამზადებელ სამ თვიან კურსზე. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული ტრენერები. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ/საველე გასვლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და დაცულ ტერიტორიებზე. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება ტურიზმის მენეჯმენტი და სტუმართმასპინძლობის საფუძვლები კომუნიკაცია ტურიზმის გეოგრაფია საქართველოსა და მსოფლიოს ხელოვნებისა […]
2014 წლის 20 – 26 მარტს ასოციაცია “Georgia for Friends”-ის პრეზიდენტი, ქალბატონი თამარ ბასილაშვილი და ასოციაციის ტურიზმის ცენტრის დირექტორი და კომპანია “Golden Travel Georgia”-ს გენერალური დირექტორი, ბატონი ირაკლი ეფრემიძე იმყოფებოდნენ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და სახელმწიფო სტურუქტურებთან მოლაპარაკების დაწყება და სამომავლო პროექტების დაგეგმარება. 2014 წელს ასოციაცია “Georgia for Friends”, ტურისტული […]