საქართველოსა და ევროპის, ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის ურთიერთობის, ნდობის, ყოველმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებას
ევროპისა და საქართველოს კულტურის, ხელოვნების, განათლების პროპაგანდას.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და თანამედროვე ევროსტანდარტების პრინციპებისა და მეთოდების შემოქმედებით დანერგვას
ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას
ინტეგრირებული პროექტებისა და სასწავლო პროგრამების შექმნას
დელეგაციების , კულტურული და ტურისტული ჯგუფების ორგანიზებას
თანამშრომლობას საგანმანათლებლო სფეროში, კვალიფიკაციის ამაღლებას პიროვნული განვითარების ჩათვლით.
ტურიზმის განათლება
საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების სრული ინტელექტუალური იდენტიფიცირება, მსოფლიო ტურიზმის სფეროში
ტურისტული გიდების გადამზადება საერთშორისო სტანდარტების დოზენე, ტურიზმის ყველა სექტორში
უმაღლესი განათლების თანხლება ტურიზმის სფეროში რიგი შესაძლებლობებით მათ შორის ( სტაჟირება და გაცვლითი პროგრამები საზღვრებს გარეთ)
ინტელექტუალური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალების შექმნა ტურისტულ სფეროში, როგორც ფიზიკურ ასევე ვირტუალურ საინფორმაციო ქსელში
ემიგრირებულ ქართველთა ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების კონცენტრირება საქართველოს ტურიზმის გასავითარებლად
ფართომასშტაბური თანამშრომლობა, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოპები, ექსპოზიციები
საქართველოსა და უხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან კოლაბორაციული პროექტების წარმოება
სამოქალაქო აქტივობის გაზრდა, შიდა ტურიზმის პროგრესისათვის
2.2 ამ მიზნების მისაღწევად ასოციაცია კანონით დადგენილი წესით:
ამყარებს კავშირს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ მსგავს ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც არიან დაინტერესებულნი და უჭერენ მხარს ქართველი და ევროპელი ხალხის ურთიერთობას.
ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოსა და უცხო ქვეყნების სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-მეთოდური დაწესებულებების, ფირმების,ასოციაციების, კერძო პირების , ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას.
აფუძნებს სასწავლო ცენტრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ხსნის წარმომადგენლობებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწყობს გამოფენებს, კონკურსებს, თეატრალურ და კინო ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს და მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში საზღვარგარეთ.
ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში.
ასოციაციას უფლება აქვს თავისი საქმიანობიდანგამომდინარე გასცეს სერტიფიკატი