ასოციაციის პროგრამის “განათლების ხელშეწყობა და კულტურული განვითარება” ფარგლებში, 2012წლის 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ქ. პიზას სტუმრობდა აფხაზეთიდან დევნილი 8 მოსწავლე და 1 პედაგოგი. მათი მასპინძელი ასოციაციასთან ერთად ვინჩენცო გალილეის სახელობის საშუალო სკოლა იყო. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი ბავშვები იტალიელი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ღონისძიება: საზეიმო კონცერტი ქართველი და იტალიელი ბავშვების მონაწილეობით, უამრავი საინტერესო შეხვედრა და ექსკურსიები იტალიის ქალაქებში. ზაფხულში იტალიელი მეგობრები საქართველოს ეწვევიან. ამით საფუძველი ჩაეყარა სასწავლო-კულტურულო გაცვლით პროგრამებს.
პროექტ “აფხაზეთის” პროგრამის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქ.პიზის ფ.რუსსოლის სახ. ხელოვნების ინსტიტუტსა და ჯ. მატტეოტტის სახ. ტურიზმის ინსტიტუტს სტუმრობდა.
პროექტ “აფხაზეთის” პროგრამის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნიკოლა ჩარდელის სახელობის ფონდის დაფუძნებაში, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა და იქ დაიღუპა. პიზის მერიის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის სახლის მშენებლობაში ქართველმა ბავშვებმაც დადეს სიმბოლური მშვიდობის აგური. ღონისძიებაში ტოსკანის ოლქის სკოლების მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას.
დელეგაციის წევრმა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მერაბ დანელიამ საკუთარი და მისი მეგობრების ნამუშევრები ვინჩენცო გალილეის სახ. სკოლას საჩუქრად გადასცა.
ქართული დელეგაცია ქ.პიზაში სტუმრობდა 46-ე საავიაციო ბრიგადას. იტალიელმა პილოტებმა სიამოვნებით დაათვალიერებინეს ქართველ ბავშვებსა და მათ თანმხლებ უფროსებს სამხედრო აეროპორტი და თვითმფრინავები.
მადლობა, პიზა !!! ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს” მადლობას უხდის იტალიის მხრიდან პროექტ “აფხაზეთის” სულისჩამდგმელებს, ვინჩენცო გალილეის სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლიდია მარტინის და საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორს, ბატონ გვიდო მარტინელის.












