მიმდინარე წლის 7 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით საქართველოს სტუმრობდა ბიზნესმენიბატონი მიქელე პეტრონე. მიქელე პეტრონე არის ინვესტორთა დიდი ჯგუფის იურისტი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების შემოტანით.
საქმიანი შეხვედრები გვქონდა: საქართველოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროებში, ტურიზმის დეპარტამენტში, მეღვინეთა ასოციაციაში, ვიყავით ალავერდის ეპარქიაში, სადაც გვიმასპინძლა მეუფე დავითმა. შეხვედრა გვქონდა საქართველოს საპატრიარქოში მეუფე შიოსთან.
