ამა წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში (კ. მარჯანიშვილის ქ. #44) გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმში”.
კონფერენციის ორგანიზატორებიიყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”, ასოციაცია “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”.
კონფერენციის მიზანი იყო,შეექმნასოციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განათლების განვითარებას კავკასიის რეგიონში უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
ღონისძიების ფარგლებშიჩატარდა ერთობლივი პროექტი„ALTE”–ს პრეზენტაცია (ALTE –ტურიზმის განათლების აკადემიური ლიგა – Academic League of Tourism Education), რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ტურიზმის განათლების სფეროში მომუშავეაკადემიურ პერსონალსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. პროექტი გულისხმობს ერთობლივი ვორქშოპების, სემინარების, კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას როგორც სტუდენტებისთვის,ისელექტორებისათვის.
ასოციაცია გახდება წარმომადგენელი იტალიის ახალგაზრდული არქეოლოგიური ორგანიზაციისა„YOCOCU” (Youth in Conservation of Cultural heritage)საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციამ„Georgia for Friends”, ა(ა)იპასოციაციამ„ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი”, აზერბაიჯანისსოციალურმა ორგანიზაციამ„მირასი” (MIRAS),ტურისტულმასააგენტოებმააზერბაიჯანიდან,რუსეთის ქალაქი ნოვოსიბირსკის ეროვნულმაუნივერსიტეტმა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა დააფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროები,უნივერსიტეტები და კოლეჯები.აგრეთვეადგილობრივიდასაერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ბოლოს ხელი მოეწერადეკლარაციასა და ოთხმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
















