ასოციაციებს “MIRAS”-სა და “Georgia for Friends”-ს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო საერთო საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებზე მუშაობით ტურიზმის სფეროში. ერთ-ერთი პროექტი მიზნად ისახავდა ქართველი სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას არქეოლოგიური და საწარმოო ტურიზმის მიმართულებით. ამ პროექტს აქტიურად დაუჭირა მხარი კოლეჯ „იკაროსის” ადმინისტრაციამ. მათი ფინანსური ხელშეწყობით და ტურისტული კომპანია „Golden Travel Georgia”-ს დახმარებით განხორციელებულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „იკაროსის” გიდების ჯგუფების სტუდენტებმა. სასწავლო პრაქტიკა განხორციელდა აზერბაიჯანში, ქალაქ აგსუს დაცულ არქეოლოგიურ ბაზაზე. კოლეჯი “იკაროსის” სტუდენტებმა მოინახულეს:
- ნეოლითური ხანის ძეგლი – გოიტეპე და შუა საუკუნეების ქალაქი შამქორი
- არქეოლოგების მიერ ახლად აღმოჩენილ შიხმაზიდის კომპლექსი
- აგსუს მეჩეთი
- შამახის ისტორიის და ადგილობრივი სამეფო მუზეუმი
- ჯუმას მეჩეთი
- აბრეშუმის მუზეუმი
- აზგრანატა
სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ჩაუტარდათ სემინარები
- დოქტორ ფარიზ ხალილთან, ორგანიზაცია „მირას”-ის თავმჯდომარე, არქეოლოგიური ტურიზმის ექსპერტი, აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი და პრორექტორი;
- კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შიდა ტურიზმის სექტორის დირექტორთან, მახირ გახრამანოვი.
- სემინარი აზერბაიჯანის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორთან;



