12 იანვარს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსი ფიცხელაურსა და საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“(„Georgia for Friends“)-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტ ქალბატონ თამარ ბასილაშვილსა და ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა გოგუაძეს შორის. ბატონი გოჩა გოგუაძე, იმის გარდა, რომ გახლავთ ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში რამდენიმე მიმართულებით, ასევე არის გაეროსა და ევროკომისიის ექსპერტი მწვანე ეკონომიკის დარგში და საერთაშორისო ცირკულარული ეკონომიკის ფონდის ოფიციალური ელჩი საქართველოში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები და პროგრამები კულტურის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით.
აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი: . მუნიციპალიტეტის მერიისთვის ხელშეწყობა ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ პროგრამაში–„ევროპელი მერები მშვიდობისათვის“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბატონ ალექსი ფიცხელაურის აქტიური ჩართვა; ქ. ახმეტის დაძმობილება იტალიის, გერმანიის და ესტონეთის ქალაქებთან; ოსიპ მანდელშტამის სახელობის ქუჩის გახსნა ქ. ახმეტაში.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“, რომელიც არის ევროკომისიის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში და ასევე ევროპის სოლიდარობის კორპორაციის წევრი ორგანიზაციასა და ქ.ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის პრეზიდენტმა ქ-ნმა თამარ ბასილაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ალექსი ფიცხელაურმა.




