უფროსკლასელთა საყურადღებოდ!
ძვირფასო ახალგაზრდებო!(IX, X, XI კლასელთა საყურადღებოდ! )
ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს” ტურისტულ კომპანიასთან „გოლდენ თრეველ ჯორჯია” საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გიწვევთ ტურისტული გიდის მოსამზადებელ კურსებზე. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.
მომავალი გიდები სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მსურველები საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ საგანს, რომლებიც მათ მომავალში მუშაობაში დაეხმარებათ: ექსკურსიათმცოდნეობას და ტურის დაგეგმარებას; საქართველოსა და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას; კულტუროლოგიას; კომუნიკაციას და უცხო ენებიდან იტალიურ ენას. პროგრამის ფარგლებში იქნება პრაქტიკულიგასვლები კონკრეტულ მარშრუტებზე.
წარჩინებულ მსმენელებს რეკომენდაციას გავუწევთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რათა დასაქმდნენთავიანთსავე სკოლების სასკოლო ტურებზე, ასევე მათ დაასაქმებს ტურისტული კომპანია სხვადასხვასკოლების ტურებზე, რათა გაუწიონ გიდობა თავიანთ თანატოლებს.
სწავლა ფასიანია. სასწავლო კურსის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატი.
ჩაწერა მიმდინარეობს გასაუბრების და წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე


