ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს”-ისა და ტურისტული კომპანია „გოლდენ თრეველ ჯორჯია” -ს ერთობლივი ტურისტული გიდი-ექსკურსიამძღოლის და გიდ-თარჯიმნის მოსამზადებელი კურსები სტუდენტები სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს. საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ საგნებს, რომლებიც მათ მომავალში ტურისტებთან მუშაობაში დაეხმარებათ: ექსკურსიათმცოდნეობას და ტურის დაგეგმარებას; ტურის ხარჯთაღრიცხვას; საქართველოს და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას; კულტუროლოგიას; ეთიკას და ეტიკეტს; კომუნიკაციის ფსიქოლოგიას; უცხო ენებს შერჩევით(რუსული,ინგლისური,იტალიური) და ა.შ. პროგრამის ფარგლებში იქნება პრაქტიკული გასვლები კონკრეტულ მარშრუტებზე. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვე. სასურველია ერთი უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კურსის დასრულების შემდეგ სტაჟირება ჩეხეთსა (პრაღის საერთაშორისო ტურიზმის ტრენინგ-ცენტრში, გაიცემა ევროპული სტანდარტის(ევროკავშირის) სერტიფიკატი) და საბერძნეთში. სწავლა და სტაჟირება ფასიანია. წარჩინებით კურსდამთავრებულები დასაქმდებიან გიდებად, ექსკურსიამძღოლებად და გიდ-თარჯიმნებად ტურისტულ კომპანიაში „გოლდენ თრეველ ჯორჯია”. ჩაწერა მიმდინარეობს გასაუბრების და წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

