ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს” მსურველებს გიწვევთ იტალიური ენის შემსწავლელ კურსებზე.
კურსის სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია: უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო გაკვეთილები, დიალოგები და დისკუსიები ენის დასახვეწად, სიტუაციური თამაშები გრამატიკისა და ლექსიკის გასაუმჯობესებლად. ძირითადი სასწავლო მასალის ათვისება – მეცადინეობის მსვლელობისას.
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ იტალიური ენა საშუალო დონეზე:
ა) დაგეგმავენ და გააცნობიერებენ: ზეპირი და წერითი ფორმით როგორ გამოხატონ და გადასცენ ელემენტარული საკომუნიკაციო მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
ბ) გაიაზრებენ: ახსნილ-ნავარჯიშები მასალის გამოყენებით ენის ცოცხლად, საკომუნიკაციო ფუნქციით გამოყენების საშუალებებს.
პროგრამის დასასრულს ტესტირება სერთიფიკატისთვის.
კურსის ღირებულება 10 კაციან ჯგუფში – თვეში 60 ლარი.


