გაცნობებთ ჩვენი მომავალი პროექტის – “ALTE”-ს (Academic League of Tourism Education – ტურიზმის განათლების აკადემიური ლიგა) შესახებ, რომლის საერთაშორისო პრეზენტაციაც სულ მალე შედგება.პროექტის მიზანია, შექმნას ქართველი და უცხოელი პროფესიონალების ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიაწოდოს სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლება, უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო პრაქტიკებით როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს,შევქმნათ კვალიფიციური კადრი კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის მიმართულებით. პროექტში გაერთიანებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული ორგანიზაციები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლებას ტურიზმის სფეროში.
პროექტის ამოცანაა განავითაროს შემდეგი მიმართულებები :
• კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
• არქეოლოგიური ტურიზმი
• მუზეუმ-ნაკრძალები
• შშმ პირთა ინტეგრირება ტურიზმის სფეროში
• სასკოლო ტურიზმი
• საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
• ამიერკავკასიური ტურიზმის განვითარება
სასწავლო პროგრამის მიმართულებებია:
• მოკლე და გრძელვადიანი ტრეინინგ პროგრამები ტურიზმში
• საგრანტო პოლიტიკის წარმოება
• საერთაშორისო კონფერენციები, ვორკშოპები , სემინარები
• ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის ფორმირება და ინიციატივები
• სასკოლო და სტუდენტური საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
• გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისათვის
• კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პროგრამები
• კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები / საერთაშორისო ბანაკები და საზაფხულო სკოლები.
ასოციაცია ღიაა თანამშრომლობისათვის და გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ან გაგვიზიაროთ მოსაზრებები/შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით.იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი – Georgia for Friends ან დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@georgiaforfriends.ge
No Comment! Be the first one.