2014 წლის 5 დეკემბერს, ასოციაციასა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯ “ოპიზარს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალციხეში ტურიზმის განათლებას კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი. უახლოეს მომავალში იგეგმება მასწავლებელთა გადამზადება, ასევე ასოციაცია უშუალოდ ერთვება გიდებისა და ტურ-ოპერატორების მომზადება–გადამზადების პროცესში. ვიზიტი მეტად ნაყოფიერი იყო. ALTE-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბაზა დაემატა, რაც გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ასოციაცია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ტურიზმის განათლებისა და განვითარების მიმართულებით. არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ მასპინძლების ყურადღება და მოტივაცია, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებთ პროფესიული კოლეჯი “ოპიზარი”–ს დირექტორს და მთელ გუნდს. ვიზიტის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა მასტერკლასი ასოციაციის წევრების მიერ.

