2014 წლის 14 ნოემბერს ასოციაცია ესტუმრა ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიას BPA, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების ფარგლებში, ასოციაცია განახორციელებს ტურისტული გიდის მოსამზადებელ მოკლევადიან პროგრამას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის პრეზიდენტმა და აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ჟუჟუნა ზოიძემ. ასოციაცია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის აკადემიის დირექტორის მოადგილეს – ბატონ ბადრი გეჩბაიას.


