2014 წლის 11 -15 ნოემბერს, ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს ‘’ და ტურისტული კომპანია ,,Golden Travel Georgia’’ ბატონ დავით მჭედლიშვილის მიწვევით, იმყოფებოდნენ ქ. ქობულეთში საზოგადოებრივ კოლეჯში “ახალი ტალღა’’. მივლინების მიზანი იყო ტურიზმის განათლების განვითარება და ხელშეწყობა არა მხოლოდ “ახალ ტალღაში”, არამედ აჭარის რეგიონში. მხარეებმა ისაუბრეს და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს :
• ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს’’ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კოლეჯში ‘’ახალი ტალღა’’ გიდებისა და ტუროპერატორების განათლების ხარისხის ამაღლებას თანამედროვე ტიპის სწავლებით, სემინარებითა და მასტერკლასებით.
• ტურისტული კომპანია ,,Golden Travel Georgia’’ კი იქნება მთავარი მხარდამჭერი საწარმოო პრაქტიკისა სტუდენტებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში, გიდებისა და ტუროპერატორის სპეციალობის სტუდენტებისათვის მასტერკლასები გამართეს ტურიზმის განათლების ექსპერტებმა – ირაკლი ეფრემიძემ და თამარ ბასილაშვილმა, ასევე ტურ-ოპერატორის მიმართულებით სასემინარე კურსი წარმართეს ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს’’–ის განათლების დეპარტამენტის დირექტორმა, ციცი ჯანგიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა
– ხატია ხარძეიშვილმა. PR ტექნოქოლოების მიმართულებით კი, მეტად საინტერესო იყო ბატონი რევაზ ბიწკინაშვილის სემინარი.
ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს’’ ის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ეფრემიძის, ასოციაციის პრეზიდენტის თამარ ბასილაშვილისა და საზოგადოებრივი კოლეჯის ,, ახალი ტალღის’’ დირექტორის ბატონი – დავით მჭედლიშვილის მიერ ოფიციალურ ვითარებაში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც უკვე ძალაშია შესული და უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის იმპლემენტირება. ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს’’ გეგმავს გიდებისა და ტუროპერატორის სპეციალობის სტუდენტებისათვის უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა
მიმართულებით.






No Comment! Be the first one.