2014 წლის 20 – 26 მარტს ასოციაცია “Georgia for Friends”-ის პრეზიდენტი, ქალბატონი თამარ ბასილაშვილი და ასოციაციის ტურიზმის ცენტრის დირექტორი და კომპანია “Golden Travel Georgia”-ს გენერალური დირექტორი, ბატონი ირაკლი ეფრემიძე იმყოფებოდნენ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და სახელმწიფო სტურუქტურებთან მოლაპარაკების დაწყება და სამომავლო პროექტების დაგეგმარება. 2014 წელს ასოციაცია “Georgia for Friends”, ტურისტული კომპანია “Golden Travel Georgia”, საერთაშორისო ასოციაცია “MIRAS”-ი და ბაქოს ტურიზმის დეპარტამენტი განახორციელებენ პროექტს სახელწოდებით – “ტრანსკავკასიური ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.”
ასოციაციებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაცია “MIRAS”-ის პრეზიდენტმა ფარიზ ხალილლმა, ასოციაციის პრეზიდენტმა – თამარ ბასილაშვილმა და “Georgia for Frends”-ის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა – ირაკლი ეფრემიძემ.





















No Comment! Be the first one.