ქ.ლუბლინის(პოლონეთი) მარი სკლადოვსკაია-კიურის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი -კავკასიოლოგები: პაულინა გრჟონდკა, მაგდალენა ვლოდარჩეკი და ნატალია ვლიზლო, ერთი თვის განმავლობაში(13.05-10.06) სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ასოციაციაში.
გოგონებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით “ქალები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ისინი იღებდნენ ინტერვიუებს სხვადასხვა დარგში მომუშავე ქალბატონებისგან.
კვლევის ფარგლებში გოგონები შეხვდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. ასევე იყვნენ ლაგოდეხში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ პოლონელ მოსახლეობას.


No Comment! Be the first one.