2014 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში “გორგასალი” გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე – “სწავლების ინოვაციური მეთოდები ტურიზმში”.
კონფერენციის მიზანი იყო ახალი სოციალური პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განვითარებას ტურიზმის სფეროში.
კონფერენციას ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია “Georgia for Friends”, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი”, ასოციაცია ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, ევროპის ახალი უნივერსიტეტი – European New University (ნიდერლანდები).
ასოციაციის მხრიდან, კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პრეზიდენტი – თამარ ბასილაშვილი, ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი – ირაკლი ეფრემიძე, საგანმანათლებლო დეპარტამენტის დირექტორი – ციცი ჯანგიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – ხატია ხარძეიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასოციაციის პარტნიორი აზერბაიჯანიდან – სოციალური ორგანიზაცია „მირასი” და მისი ხელმძღვანელი – ფარიზ ხალილი, რომელიც მოხსენებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. ასევე, ბულგარეთის აგრობიზნესისა და სასოფლო განვითარების უნივერსიტეტის წარმომადგენლები – მარიანა ასენოვა და პლამენ ლაკოვი.
ევროპის ახალი უნივერსიტეტის რექტორს – ბატონ იოვან დიდიერსა და აზერბაიჯანის სოციალური ორგანიზაციის – „მირასის” გენერალურ დირექტორს – ბატონ ფარიზ ხალილს ასოციაცია Georgia for Friends-ის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭათ.
მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ თემებზე:
• ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფორმირების ახალი პრინციპები
• გეოინფორმაციული, ვებ და მობილური ტექნოლოგიები ტურიზმის სწავლებაში
• უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგები
• ინოვაციური სწავლების ასპექტები ტურიზმში
• ტურიზმი – სწავლების მეთოდები და ინოვაციური მიდგომები
• გურიის ტურისტული პოტენციალის გამოყენების პერსპექტივები
• ასოციაცია “ჯორჯია ფორ ფრენდს” კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარებისათვის
• კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში
• გიდების გადამზადება ინკლუზიურ ტურიზმში
• ინოვაციური განათლება ტურიზმში მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე











